ეუთო დონალდ ტრამპს ჟურნალისტებზე „თავდასხმებისგან თავშეკავებას“ ურჩევს

ეუთო დონალდ ტრამპს ჟურნალისტებზე „თავდასხმებისგან თავშეკავებას“ ურჩევს

ამერიკის ადმინისტრაციამ თავი უნდა შეიკავოს ჟურნალისტებზე თავდასხმისგან. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება მასმედიასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ საუბარია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის არლემ დეზირის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონისადმი გაგზავნილ წერილში.

„მოვუწოდებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, თავი შეიკავოს ასეთი თავდასხმებისგან მასმედიაზე. პრეზიდენტის განცხადებები ძალიან პრობლემატურია იმ კუთხით, რომ აუარესებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მედია თამაშობს ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ნათქვამია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის წერილში.

მისივე აზრით, ასეთმა განცხადებამ, რომ მედია „ხალხის მტერია“, შესაძლოა, ჟურნალისტები ძალადობისა და ხისტი მოქცევის ობიექტებად აქციოს.