ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განუცხადა.
თუმცა, მისივე განმარტებით, დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო დასტურს პოლიტიკური მხარეებისგან ამ კვირის განმავლობაში მიიღებენ.
„ამ კვირას ჩვენ ორივე მხარისგან მივიღებთ საბოლოო დადასტურებას იმის თაობაზე, შედგება თუ არა სტრასბურგში, 6 სექტემბერს შეხვედრა, თუმცა ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს შეხვედრა არ შედგება. ხვალ მე ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს შევხვდები და ჩვენ ამ შეხვედრის დეტალებს შევეხებით“, - განაცხადა მარკერტმა.
მისივე თქმით, „როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებმა დიალოგისას უფრო კონსტრუქციული მიდგომა უნდა გამოიყენონ“.