ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, სპეცოპერაციის ფარგლებში სულ მცირე 48 „ბოევიკის“ ლიკვიდირება მოახდინეს.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ავღანეთის 11 პროვინციაში ჩატარდა. გარდა ამისა, ავღანეთის საჰაერო ძალებმა „ბოევიკების“ პოზიციებზე 11 ავიადარტყმა მიიტანეს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში 29 „ბოევიკი“ დაშავდა, კიდევ ოთხი დაკავებული იყო.
„ბოევიკების“ კავშირი ამა თუ იმ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაზუსტებული არ არის.