მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება „სწორ პასუხს“ დადებს

მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება „სწორ პასუხს“ დადებს

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება „სწორ პასუხს“ დადებს. ამის შესახებ მდინარაძენ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. 

მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება ამ წლების განმავლობაში წინ არ წასულა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სამართალდამცველები იმუშავებენ, რომ ამ საქმეზე სინამდვილე დადგინდეს. 

„მოგეხსენებათ, რომ გამოძიებას კონკრეტული ვადები არ აქვს. არის საქმეები, რომლებიც ხანგრძლივ დროს მოიცავს.სამწუხაროდ, ამ საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის შედეგად გამოძიება საბოლოო, სწორ დასკვნებს გამოიტანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.