გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობას უხდის

გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მადლობას უხდის.

პრემიერ-მინისტრმა სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქართველ ხალხს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

"მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული. მინდა, გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და მისი კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მე მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფას. მინდა, მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის, მთელი ერი მისი მადლობელია. მინდამ ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.