წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი დაფიქსირდა ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა არც ერთი კერა არ გაღვივებულა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში, საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, შტაბი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„შტაბის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე განაწილებულია ცოცხალი ძალა საკუთარ სექტორებზე. წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი დაფიქსირდა 1 კვირის განმავლობაში, თუმცა არსად, არც ერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ხანძარი აღარ იჩენს თავს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.