ბორჯომის ხეობა აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა უკვე დატოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ხეობა ეტაპობრივად დატოვეს.
ბორჯომის ხეობას დღეს სავარაუდოდ დატოვებენ მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდან.
რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე - მაშველები.