მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს მომზადება, რათა სატვირთო ავტომობილით ვერტმფრენის თბილისში გადაყვანა მოხდეს.

მდინარიდან ამოყვანის შემდეგ ვერტმფრენი შს მინისტრმა და საგანგებო შტაბის წევრებმა დაათვალიერეს.