უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს

უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს

უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა გაზეთ Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ურთიერთობებს ზიანი მიადგება უკრაინაში არსებული პრობლემის გამო“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა რიგი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, გაყვება თუ არა მინსკის შეთანხმებების შესრულების გზას.

გარდა ამისა, ინტერვიუში კურტ ვოლკერი უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების საკითხს შეეხო. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში სერიოზულად განიხილავენ ამ ვარიანტს.

„ტრამპის ადმინისტრაცია ახლა განიხილავს უარი ვთქვათ თუ არა იმ ხაზზე, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია ატარებდა, თუ შევცვალოთ ჩვენი პოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მაღალ დონეზე სერიოზულად განიხილავენ მას. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა იყოს“, - დასძინა მან.