სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენის ამოყვანის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მათ შორის სატვირთო ავტომობილი, რომელზეც ვერტმფრენს მდინარიდან ამოყვანის შემდეგ მოათავსებენ.
უკვე დამშრალია მდინარე გუჯარულაში ხელოვნურად შექმნილი აუზი.