გიულენის მიმდევართადევნის საქმეში თურქეთისდესტრუქციული როლი

გიულენის მიმდევართადევნის საქმეში თურქეთისდესტრუქციული როლი

მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ თურქეთში წარმოქმნილი ქაოსის შედეგად თანდათანობით მზარდი რეპრესიების გამო სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იქნა დაჭერილი 
მეზობელ ქვეყანაში ორი თურქული სკოლის დირექტორი ჩაბუკი კავკასიიდან სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა, სადაც მან ათ წელზე მეტი დრო გაატარა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქულ სახელმწიფოს სხვა გეგმები ჰქონდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთანგამართული შეხვედრიდანერთიდღის შემდეგ თბილისის პოლიციამ დაკავების ბრძანების აღსრულების მიზნით დაუკაკუნა მუსტაფა ემრე ჩაბუკის კარზე.ოფიციალურმა ანკარამ საქართველოს მოსთხოვა მუსტაფა ემრე ჩაბუკისექსტრადიციამისი გასამართლების მიზნით. მას ბრალი ედება ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში.

პრეზდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რევოლუციის მცდელობის შემდეგ სიტყვა დადო, რომ თავისი მტრების ლიკვიდაციას მოახდენდა ქვეყანაში. ამ დაპირების შემდეგ მის მიერ წარმოებული რეპრესიები თურქეთის საზღვრებს გასცდა. 

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელიმცდელობის მთავარ ორგანიზატორად მიჩნეულ და ამერიკაში მცხოვრებ იმამთან კავშირის საბაბით 55 ათასზე მეტ მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პარალელურად მიმდინარეობს გიულენის ავტორიტეტის შებღალვის მცდელობა, რასაც მთავრობის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რამაც უკვე გლობალური მასშტაბებიშეიძინა კიდეც.

თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში  ადანაშაულებს იმ პირებსაც კი, რომლებსაც სულ მცირეოდენი კავშირი აქვთ გიულენის მოძრაობასთან.

ბინალი ილდირიმის მრჩეველი იუნუს აკბაბა POLITICO-სთვისმიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „თურქეთის საბოლოო მიზანი არის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ან გიულენის ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირების თურქეთში ჩამოყვანა და გასამართლება, იმიტომ, რომ მთელი ერი და განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან ასეთი ნაბიჯის მოლოდინში არიან“.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენთან კავშირში ბრალდებული ასობით თურქეთის მოქალაქე საზღვარ გარეთ გაიქცა. ამ საზოგადოებას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სასკოლო, საუნივერსიტეტო და საქველმოქმედო ქსელი. ასევე,მას ეკუთვნის მასმედიის საშუალებები და დიდისავაჭრო კომპლექსები.  

აკბაბამ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა მოახერხეს თურქეთის საზღვრებს გარეთ გაქცევა და თურქეთი მანამ ვერ მიიღებს ამ ბრძოლაში ეფექტურ შედეგს, სანამ არ მოხდება გიულენისთვის თავისუფლების აღკვეთა.

მიუხედევად ერდოღანის დაჟინებული გამოსვლებისა და პრეტენზიებისა, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანამის სურვილს არ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმაერდოღანმა ევროპისა და ამერიკის მისამართითერთობ არაკორექტული გამოთქმებიც გაბედა მათგან გიულენისა და მისი მომხრეების თურქეთზე გადაცემაზე უარყოფითი პასუხების მიღების გამო.

ანკარას სხვა სახელმწიფოებში  შედარებით მეტი იღბალი ჰქონდა. მაისის თვეში მალაიზიამ და საუდის არაბეთმა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილები გადასცა თურქეთს. გარდა ამისა ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ დაძლია თურქეთის მთავრობის ზეწოლა და დახურა გიულენთან ე.წ. შესაძლო კავშირის მქონე სკოლები.

დემირელის კოლეჯი, სადაც მუსტაფა ემრე ჩაბუკი მუშაობდა, ამ დროისთვის კვლავ განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დახურა რ. შაჰინის სახელობის სკოლა, რომელიც მდებარეობდა შავი ზღვის რეგიონის ქალაქ ბათუმში. მუსტაფა ემრე გარკვეულ პერიოდში მუშაობდა ამ სკოლაშიც. 

თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში  ადანაშაულებს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სულ მცირეოდენი კავშირი აქვთ გიულენის მოძრაობასთან. მუსტაფა ემრესაც იგივე ბრალდების მსხვერპლი გახდა.

სერიოზული ბრალდებების გათვალისწინებით 25 მაისს თურქეთში ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებული იქნა მუსტაფა ემრე ჩაბუკი. თავშესაფრის მიცემის მოთხოვნაზემუსტაფა ემრეს საქართველომ უარი განუცხადა. მუსტაფა ემრე აგვისტოში გამოცხადდება სასამართლოში, სადაც არ განიხილება მისი ექსტრადიციის საკითხი.

ბატონი მუსტაფა ემრეს მეუღლე,ქალატონი თუბა ასე განმარტავს: „ტერორიზმის ბრალდებით გასამართლება განპირობებული უნდა იყოს რამე სახის ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით“. მან თქვა, რომ მის ქმარს ასეთი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ანკარა მუსტაფა ემრეს ადანაშაულებს,   გიულენთან დაკავშირებულ ერთერთ ამერიკულ კომპანიაზე დემირელის სკოლის წილებისგაყიდვა-გადაცემაში და ამ საქმეში მისთვის დახმარების გაწევაში.

თუბა ჩაბუკი შიშობს ქმრის უსაფრთხეობაზე და იმედოვნებს, რომ საქართველო უარს განუცხადებს თურქეთს მის ექსტრადიციაზე. თუბა ჩაბუკმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ თურქეთის ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით და სადაც მათ აწამებენ. „თუ ჩემს ქმარს გადასცემენ თურქეთს, მას იქ  სერიოზული პრობლემემი შეექმნება“ -განაცხადა თუბამ.

ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა“ შესაძლო წამების ან სხვა სახის არაადამიანური მოპყრობის, არაობიექტური სამართლებრივი პროცესისა და ადამიანის უფლებების სხვაგვარისავარაუდო დარღვევების გათვალისწინებით ევრო კავშირში გაწევრიანების სამზადისში მყოფისაქართველო გააფრთხილა უარი თქვას ემრე ჩაბუკის თურქეთისთვის ექსტრადიციაზე, თუმცა, თბილისისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თურქეთი არის საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი.

„ჩემი ქმარი წესიერი ადამიანია, მაგრამ მასზე ისე ლაპარაკობენ, რომ თითქოს პაბლო ესკობარი ჰყავს ხელში ჩაგდებული„ -აცხადებს თუბა ჩაბუკი.

მუსტაფა ემრეს შემთხვევა და სხვა მსგავსი საკითხები თურქეთში დიდ სიმპატიას არ იმსახურებს. გიულენის მოძრაობის ქონების, შექმნილიორგანიზაციული ქსელისა და ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო ორგანოებში მომდევართა ჩანერგვის მცდელობების გამო კრიტიკოსების გარკვეული ნაწილი გულენის მოძრაობას ადარებს  მაფიურ დაჯგუფებას. 

მეორეს მხრივ, მოძრაობის გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ღია საზგადოება, რომელიც იცავს ლიბერალური ისლამის იდეოლოგიას. მათი სკოლები და კოლეჯები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად საქმიანობს. მიუხედევად  ამისა მათ ორგანიზაციას მაინც ფრთხილად ეპყრობიან. 

გატაცების ფაქტი მალაიზიაში

თურქეთი ცდილობს რომ ერთის მხრივ დაარწმუნოს მხარეები, რათა დახურონ სკოლები და ეჭვმიტანილები გადასცენ თურქეთს, მეორეს მხრივკი გაართულოს მოძრაობა ჰიზმეთთან დაკავშირებული პირების ცხოვრება უცხოეთში და ამისათვის გარკვეულსაშუალებებს იყენებს.

ანკარამ დღემდე არაერთი მოქალაქის პასპორტი გააუქმა. მათ შორის აღსანიშნავია ამერიკაში NBA-ს კალათბურთელი ენეს კანთერის სამოგზაურო დოკუმენტაციის გაუქმების შედეგად  რუმინეთის აეროპორტში დაკავება. კანთერი ღიათ უჭერს მხარს გიულენს.

მთავრობა ივნისში 130 ეჭმიტანილს დაემუქრა მოქალაქეობის ჩამორთმევითა და უკან არ დაბრუნების შემთხვევაში უსამშობლოდ დატოვებით. ევროპაში არაერთი მას-მედიის ორგანოს ინფორმაციით თურქეთის საელჩოებში მისულ მოქალაქეებს ართმევდნენ პასპორტებს.

თურქეთის მთავრობა ეჭვმიტანილი გიულენისტების დეპორტირებას დღემდე იურიდიული გზებით ცდილობს, მაგრამ მალაიზიიდან დეპორტირებული თურქეთის მოქალაქის ოჯახის წევრები ანკარას ადანაშაულებენ საერთაშორისო სამართლის უხეშდარღვევაში. 

გასული წლის ოქტომბერში ქამურან თიბიქის ინფორმაციით გაირკვა, რომ მისი ქმარი დაკარგული იყო. გიულენთან სიახლოვით ცნობილი ბიზმესმენი თამერ თიბიქი ენათა შემსწავლელი კურსიდან სახლში დაბრუნებისას დაიკარგა და მისი სამძებრო საქმე დღემდე უშედეგოდაა დარჩენილი.

თიბიქის ოჯახი ერთი წლის წინ თურქეთის მთავრობის მიერ გიულენთან დაახლოებულ კომპანიებზე ზეწოლის გამო უსაფრთხობის მიზნით საცხოვრებლად ანკარიდან   მალაზიაში გადავიდა.

მაგრამ 13ოქტომბერს თამერ თიბიქი ვერსად იქნა მოძებნილი. მისი მეუღლე და მეგობრები მას ეძებდნენ პოლიციის განყოფილებებსა და საავადმყოფოებში. ასევე დაკარგული იყო თიბიქის მეზობელი ალეთთინ დუმანიც, რომელიც ანკარის მიერ ცნობილი იყო გიულენის მოძრაობის იმამად მალაიზიაში.

ორი დღის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადა, რომ “მალაიზიამ ტერორისტები გადასცა თურქეთს მოთხოვნის საფუძველზე“. მან ასევე განაგრძო, რომ მათთან ბრძოლა გაგრძელდება როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთაც.

მისივე მეუღლის ინფორმაციით გავიგეთ, რომ ქმრის პასპორტი იდო სახლში. ამით გაირკვა, რომ მისი ქმარი იყო გატაცებული. ამიტომ, მისი აზრით მინისტრის სიტყვები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მან აგრეთვე თქვა: “ჩემი ქმარი წესიერი ადამიანია, მაგრამ მასზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს პაბლო ესკობარი ჰყავს ხელში ჩაგდებული“.

ქმრის გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ მეუღლე შვილებთან ერთად გაიქცა მალაიზიიდან, რის შემდეგაც მათ მიეცათ თავშესაფრის ნებართვა.

არავის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მანამ, სანამ თამერის სიდედრმა არ შეატყობინა, რომ იგი იმყოფებოდა ანკარაში,დროებითი დაკავების იზოლატორში. ერთ წერილში თამერმა მეუღლეს უამბო, რომ გამტაცებლების მიერ წაყვანილი იყო მალაიზიისერთერთმთიან რეგიონში, სადაც იგიაწამეს დაკითხვისას. 

“მის მიმართ ცუდ მოპყრობას აგრძელებდნენ მისი თურქეთში გადაყვანის შემდეგაც. კვირების განმავლობაში მას აკავებდნენ ერთერთ სპორტულ დარბაზში და იქვე აწამებდნენ. სცემეს და საჭმელი არ მისცეს“ -ამბობს დუმანის დედა. ვინაიდან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი სამართლებრივი პროცედურები, ისინი რჩებიან ციხეში.

პრემიერ მინისტრის მრჩეველ აკბაბას განცხადებით, ვინაიდან თიბიკსა და დუმანს პასპორტები გაუქმებული ჰქონდათ, შესაბამისად ისინი უკვე არა ლეგარულად იმყოფებოდნენ მალაიზიაში და ისინი ამიტომ გააძევეს  ქვეყნიდან. ამით  მან უარყო ის, რომ თურქეთმა არაკანონიერ გზას მიმართა აღნიშნული პირების ექსტრადაციისას.

აკბაბას აზრით, თურქეთი ეჭვმიტანილების გადმოცემის მიზნით არ იყენებს არალეგალურ საშუალებებს, ბრალდებებს კი აბსურდს უწოდებს და ამბობს: ასე რომ ყოფილიყო, თურქეთისთვის გადმოცემული ეჭვმიტანილი გიულეინსტების რაოდენება გაცილებით მეტი იქნებოდა“. 

აკბაბას გადმოცემითპარტნიორების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებით თურქეთი არ არის კმაყოფილი. დღემდე არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან არ მოხდა ეჭვმიტანილი პირების გადმოცემა თურქეთისთვის. „ჩვენ არ ვიყენებთ არაკანონიერ გზებს გადმოცემული პირების მიმართ და არ ვაწამებთ მათ. წამება სერიოზული დანაშაულია და ჩვენც ვეწინააღმდეგებით ასეთ ქმედებას“ -განაცხადა აკბაბამ.

“სასამართლო არაობიექტურია“

მალაიზიის მთავრობის მიერ თურქეთისთვის გადაცემული პირების სია მხოლოდ თიბიქითა და დუმანით არ შემოიფარგლება. მაისში გიულენთან კავშირში ბრალდებულიერთი მეცნიერმუშაკი, ერთი მასწავლებელი და ერთი ბიზნესმენი - თურქეთის სამი მოქალაქეიქნა დეპორტირებული. 

მეცნიერი ისმეთ ოზჩელიქ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაიქცა სამშობლოდან და ჩავიდა  კუალა ლიმპურში, სადაც სწავლობდა მისი შვილი ეგრედწოდებულ გიულენის სკოლაში. მაისის დასაწყისში იქ უცნობმა პირებმა ის და მისი შვილი გზაზე გააჩერეს და აიყვანეს.

მათივე ადვოკატების ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტამდე 2 დღით ადრე 2 თურქი მოქალაქეც მსგავსად მოიტაცეს. ამ პირების დაკავების მიზეზს მალაიზიის შსს. ხსნიდა მათი კაშირით ISID-თან, ხოლო თურქეთის მთავრობის მხარდამჭერი მასმედიის აზრით კი დაკავების მიზეზი იყო მათი კავშირი გიულენთან. დაკავებული 3 ადამიანი ერთ კვირაში გააძევეს ქვეყნიდან. 

სუათისა და ოზჩელიქის ოჯახის წევრებმა ერთერთ ევროპულ ქვეყანას მიმართეს თავშესაფრის თხოვნით. მათ უნდოდათ არ გამომჟღავნებულიყო მათი ადგილსამყოფელირადგან მათ მიაჩნიათ, რომ ევროპაშიც თურქეთის რეპრესიული ქმედებების გამო მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

აგვისტოს დასაწყისში ესპანეთის პოლიციამ ერთერთი მემარცხენე თურქი ჟურნალის მწერალი ჰამზა იალჩინი დააკავა ბარსელონას აეროპორტში თურქეთში ექსტრადაციის მიზნით. 

1984 წ. შვედეთში გადასახლებულ იალჩინს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გიულენთან. მიუხედევად ამისა ესპანეთის პოლიციის განმარტებით ის იყო მემარცხენე ტერორისტულ დაჯგუფება -DHKP / C-სთან დაკავშირებულიდა იძებნებოდა თურქეთის მიერ. ჟურნალისტთა დაცვის კომისიამ მოითხოვა იალჩინის დანუყოვნებლივ განთავისუფლება. 

http://www.politico.eu/article/long-arm-of-turkeys-anti-gulenist-purge/amp/