ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები გადმოჰყავთ, დავით სერგეენკო მივიდა

ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები გადმოჰყავთ, დავით სერგეენკო მივიდა

ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები გადმოჰყავთ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

დავით სერგეენკოს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ღუდუშაურის საავადმყოფოში ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებს ელოდებიან. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 3 ეკიპაჟის წევრია, ხოლო ერთი სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე პირია.
ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8“ დილით ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.