ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. 

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ეკიპაჟის წევრებს მძიმე დაზიანებები არ აქვთ, მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს. 

არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. 

როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.