არსებული ინფორმაციით, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

არსებული ინფორმაციით, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაყავთ.