არჩილ თალაკვაძე: თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება

არჩილ თალაკვაძე: თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარიშტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა. 

როგორც მერობის კანდიდატმასაარჩევნო შტაბის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, არჩილ თალაკვაძე შტაბის საიმედო ხელმძღვანელი იქნება. 

„არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არამარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა,ქვეყნის სიყვარული დადაგეგმილის განხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედი ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი საერთოა - თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის კახა კალაძესა და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა. 

„მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული. თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარი კი, თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

მისი თქმით, კახა კალაძე უახლოეს დღეებში, თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს. 

„ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ  ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.