უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სტიქიის დაძლევით გაძლიერდა რწმენა, რომ ბევრი შეგვიძლია

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სტიქიის დაძლევით გაძლიერდა რწმენა, რომ ბევრი შეგვიძლია

უმრავლესობის დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სტიქიის დაძლევით გაძლიერდა რწმენა, რომ ბევრი შეგვიძლია.

"სახელმწიფომ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრების, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით აჩვენა ძლიერი და ეფექტური ძალისხმევა. მათ უძილო ღამეებს, სწორ სტრატეგიულ ხედვას აქვს მნიშვნელოვანი შედეგი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა პატრიარქს და ეკლესიას, კერძო პირებს და კერძო კომპანიებს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის კერები იყო დიდი გამოწვევა და მათი დაძლევა იქცა დიდ გამარჯვებად", - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.