სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნინო ბაქაქური შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნინო ბაქაქური შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნინო ბაქაქური დღევანდელ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ნინო ბაქაქური მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა გუშინ ნინო ბაქაქურს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან კომისიის იმ შემადგენლობამ, რომელიც კანდიდატებს დღესაც არჩევს, წინა ჯერზე მას დაბალი შეფასება დაუწერა.

ზაზა ხატიაშვილი ნინო ბაქაქურს მიმართავდა, რომ კომისიის წევრები მას არც ამჯერად დაუწერდნენ მაღალ ქულას და კონკურსში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.