გიორგი კვირიკაშვილი დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ოფიციალურად გახსნის

გიორგი კვირიკაშვილი დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ოფიციალურად გახსნის

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება.

შტაბს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. დღესვე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 19:00 საათზე გაიხსნება.