შს მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებული გამოძიებისას ყველა გარემოება იქნება შესწავლილი

შს მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებული გამოძიებისას ყველა გარემოება იქნება შესწავლილი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებული გამოძიებისას ყველა გარემოება იქნება შესწავლილი.

მინისტრის თქმით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოება მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

„გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მე არ შემიძლია გავასწრო მოვლენებს. დაველოდოთ მის განვითარებას. აბსოლუტურად ყველა გარემოება იქნება შესწავლილი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.