ვითარება გვაქვს კარგი, რაიმე გართულებებს არ ველოდებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ალავიძემ აღნიშნა, ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს ხანძრის მცირე კერების ლიკვიდაციაზე. მისივე თქმით, დღის ბოლოს უფრო ნათელი სურათი იქნება იმის ვარაუდისთვის თუ რა დრო დასჭირდება ხანძრის ლიკვიდაციას.
"ამ დროისთვის ძირითადი კერები ფაქტიურად ლოკალიზებული გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საღამოს უკეთ გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ლიკვიდაციას, ასევე გვეცოდინება რა დრო დასჭირდება ჯარს და რამდენ ხანს გავაჩერებთ აქ. ვითარება გვაქვს კარგი. რაიმე გართულებებს არ ველოდებით. წაღვერის მხარეს არის მცირე კერები, რომელთა დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალის და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით", - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.