გიორგი კვირიკაშვილი:  ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა

გიორგი კვირიკაშვილი: ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა

ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია.

”რა თქმა უნდა, გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები. ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვებიც, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, აქ ვინც ვიმყოფებით - მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ იმ წერტილებში, სადაც იყო სიცოცხლის რისკიც და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ულამაზესი ტყის, გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე. ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.