დღევანდელი განცხადებით ”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტყუილების გენერატორია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.
”როგორც მანამდე არაერთხელ მოატყუა ”ქართულმა ოცნებამ” ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, ამჯერადაც ისინი არ იყვნენ არანაირი კომპრომისისთვის და კონსენსუსთვის მზად და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა დღევანდელი განცხადებით. ჩვენ მოთხოვნები საერთოდ არ შეგვიცვლია. მოთხოვნები იყო იმთავითვე სრულიად ცალსახა. კიდევ ერთხელ დაადასტურა ”ქართულმა ოცნებამ”, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების გენერატორი”, - განაცხადა რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მიიღეს ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა.
უმრავლესობის შეფასებით, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი.