ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოსთან საზღვარი დროებით ჩაკეტა

ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოსთან საზღვარი დროებით ჩაკეტა

ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ორი დღით ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

შაბათს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობენ. ცხინვალში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

მოსკოვმა დეფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთს ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.