გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სუს-ში დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, გიგა ბოკერიას კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალებს გააცნობენ.

სუს-ის ცნობით, გამოძიებას შეკითხვები მასთან 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს.

ბოკერიას თქმით, ეს არის პოლიტიკური დავალება.

„დამიკავშირდნენ დღეს დილით და როგორც სატელეფონო საუბრიდან მივხვდი, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება ეს ამბავი. ეს არის დავალება პოლიტიკური. ეს არის პრობლემა,  რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ეს არის მმართველობა ივანიშვილის, რომელიც ასეთ რაღაცაზე ხარჯავს ჩვენს რესურსს, ეს არის პრობლემა მთავარი. რა თქმა უნდა განმეორებითად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც თვლიდეს, რომ აჩვენოს, რომ რეჟიმის მტრებს ებრძვიან რაღაც ფორმით მაინც,“-განაცხადა გიგა ბოკე