ნიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

"ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).

ხვალ, სამზე, მოდულში", - წერს გვარამია.