ილია მეორე:  შევთხოვოთ უფალს, რომ დაამშვიდოს საქართველო

ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, რომ დაამშვიდოს საქართველო

შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს და დაამშვიდოს საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში განაცხადა.

უწმინდესმა სტიქიის ზონაში ყოფნისას იმედი გამოთქვა, რომ „ყველაფერი აღდგება“.

„მე იმედი მაქვს, რომ ღვთის ძალით და მადლით, ყველაფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორც იყო ადრე. ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მოგვცეს და დაამშვიდოს საქართველო“, - ბრძანა უწმინდესმა.