თუკი 2 დღის წინ, ბორჯომის ხეობაში ჰაერის მდგომარეობის კუთხით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია

თუკი 2 დღის წინ, ბორჯომის ხეობაში ჰაერის მდგომარეობის კუთხით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია

თუკი 2 დღის წინ, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის კუთხით მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბთან განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო მუდმივად ატარებს.

„დღეს, დღის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა, ამინდის გამო ხანძრის საბოლოო ჩაქრობა გართულებულია. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, თუკი 2 დღის წინ მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია. გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს ახორციელებს. ყოველდღიურად რამდენიმე წერტილიდან იღებს სინჯებს. საბედნიეროდ რაიმე შეზღუდვის საჭიროება აღარ არის, გარდა იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა თვითონ იგრძნობს რომ დაკვამლიანებაა. წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, რადგან რთულია წინასწარ ქარის მიმართულების განსაზღვრა“,- განაცხადა სერგეენკომ.