პატრიარქი სტიქიის ზონაში ჩავიდა

პატრიარქი სტიქიის ზონაში ჩავიდა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ბორჯომის ხეობაში, საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქს სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის წევრები დახვდნენ.

ილია მეორე სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.

საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.