კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ კიევის პოლიცია იუწყება. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ადგილობრივი დროით 14:06 საათზე პოლიციაში გრუშევსკის ქუჩაზე უცნობი საგნის აფეთქების შესახებ შეტყობინება შევიდა.

აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები მუშაობენ. სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.