ზურაბ ალავიძე:  ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი

ზურაბ ალავიძე: ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი

ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ დაბასთან მოწყობილ საგანგებო შტაბთან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტმრა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

ჟურნალისტები მინისტრისგან დაინტერესდნენ, თუ რა მასშტაბის ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ძნელია ზუსტი ფართობის თქმა, თუმცა მიახლოებით ეს 100 ჰექტრამდე ტერიტორიაა.

ამასთან, ზურა ალავიძის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 1500-მდე ცოცხალი ძალა, ქართული მხარიდან 60-მდე ერთეული ტექნიკა, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან 25-მდე ერთეული ტექნიკა არის ჩართული.