,,თრიალეთის

,,თრიალეთის" ჟურნალისტებს სურამში გადაღება აუკრძალეს

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტებს სურამში გადაღება აუკრძალეს. 

"მერსედესის" მარკის ვერცხლისფერი ჯიპით მოძრავმა პირებმა, გადამღებ ჯგუფს გადაღება აუკრძალა და სურამის დატოვება მოსთხოვა, ჟურნალისტების უარს კი, ქვების სროლით უპასუხეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს ვინაობა არ გაუმხელიათ. 

როგორც ტელეკომპანია ,,თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, ლედი ოქროპირიძემ განაცხადა, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის წევრები, მალხაზ მიქელაძე და თემურ კოკოზაშვილი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე აკეთებდნენ რეპორტაჟს, როდესაც ჯიპი"აედევნათ.

"ამ მანქანაში მყოფმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს თანამშრომლებს, უკრძალავდნენ გადაღებას და მათგან სურამის დატოვებას მოითხოვდნენ. როდესაც უარი მიიღეს, ქვები სროლა დაუწყეს. ადგილობრივებმა უთხრეს ჩვენს ჟურნალისტებს, რომ ეს ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან", - აცხადებს ოქროპირიძე.