მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს

მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს

ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის  გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

„საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით დაიწყოუმნიშვნელოვანესი პროცესი - საკონსტიტუციო რეფორმა.

 ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯაროგანხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვები. მადლობას ვუხდითკომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის.

 ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველაკვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციოცვლილებების გარშემო.

 საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს -ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველამნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.