საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და ნინო წილოსანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„ეს არის სწორედ ის მაგალითი, ის საფუძველი, რამაც დღემდე მოიტანა საქართველო და რაც გვარწმუნეს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს და ყველა ის მიზანი იქნება მიღწეული, რისთვისაც მათ სიცოცხლე შესწირეს“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის წევრები დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.
2008 წლის 11 აგვისტოს, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.