პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ, - ამის შესახებ „უკრინფორმს“ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განუცხადა.
„ჩვენ მოვემზადებით შემოდგომისთვის. რაც მთავარია, ჩვენ მიხეილს საზღვარზე შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ მიხეილს უკრაინაში. ის ორი ხელითა და ორი ფეხით შემოვა“, - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
საყვარელიძეს არ დაუკონკრეტებია საზღვრის რომელ მონაკვეთზე და როდის მოხდება ეს.