გამოძიების ფედრალურმა ბიურომ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების დაფინანსების ერთ-ერთი ქსელი გახსნა. როგორც ირკვევა, ყალბი ტრანზაქციებით ისლამური სახელმწიფო ,,იბეიზე"სარგებლობდა. თანხის მიმღები ამერიკის მოქალაქე მოჰამედ ელშინავი იყო,რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მერილენდის შტატში დააკავეს. როგორც ირკვევა, ელშინავი ,,იბეიზე" ოფიციალურად პრინტერს ყიდიდა , თუმცა ,,პეი პალის" სისტემის მიხედვით, სხვა გადარიცხვებს იღებდა. გლობალური ქსელი ბრიუტანეთიდან ბანგლადეშამდე მოქმედებდა. მისი სავარაუდო ხელმძღვანელი კი ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი სიფუნ სუჯაბნი იყო, რომელიც 2015 წელს მოკლეს.