„ის ფაშიზმის სიმბოლოა“ - ოსური მხარე ნინო ბურჯანაძის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება

„ის ფაშიზმის სიმბოლოა“ - ოსური მხარე ნინო ბურჯანაძის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება

ოსი ხალხისთვის ბურჯანაძე საქართველოს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოა, - ასე გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩასვლას გეგმავს.

როგორც გასიევი აღნიშნავს, დღეს ბურჯანაძე აღარ არის საქართველოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ფიგურა და ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა, დივიდენდებს ეძებს. მისივე თქმით, ბურჯანაძე ოსი ხალხის მტერია.

"მე არ ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში საერთოდ შესაძლებელია. ოსი ხალხისთვის ბურჯანაძე საქართველოს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლოა. უნდა გავიხსენოთ მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ როდესაც ქართველები სამხრეთ ოსეთის ასაღებად წავლენ, მისი შვილები პირველ რიგებში იქნებიან", - აღნიშნა მან.