სექტემბრიდან სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს დავურიგებთ

სექტემბრიდან სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს დავურიგებთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან კვირაში ერთხელ სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს დაურიგებენ .

მისივე თქმით, ეს საკმაოდ ძვირიანი პროექტი იქნება და ამ პროცესის ადმინისტრირებაც რთული იქნება.

„სავარაუდოდ საუბარია 40 000-დან 60 000-მდე ბავშვზე.

ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ყველა ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ასევე გვინდა მშობლებს მოვუწოდოთ გამოატანონ ბავშვებს ვაშლი. სექტემბრიდან თითო ბავშვს კვირაში თითო ვაშლი შეხვდება, თუმცა დაძალებას არ ვაპირებ“, - ამბობს მინისტრი.