მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ვიზის არსებობის შემთხვევაში შესძლებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ვიზის არსებობის შემთხვევაში შესძლებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ შესაბამისი ვიზის არსებობის შემთხვევაში შესძლებს. აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა განაცხადა.

„სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება (ის ახლა მოქალაქეობის გარეშე პირია, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას მესამე ქვეყნების პასპორტი აქვს) შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმებული იქნება შესაბამისი ვიზა“, - აღნიშნა ევგენი ენინმა.

მისი თქმით, საზღვრის არალეგალური გადმოკვეთა სააკაშვილის ადმინისტრატიულ პასუხისგებაში მიცემის ასპროცენტიან საფუძველს იძლევა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც მოსარჩელეს თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში დამცველის საშუალებითაც შეუძლია.