გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, ნიუ იორკში, გაერო-ს წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორი ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული აგრესიიდან ცხრა წლის შემდეგ.