ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ბიზნესის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით პროექტის სამიზნე რეგიონებში, შეისწავლიან სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამიზნე რეგიონებში “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის DCFTA-ის ტექნიკური მოთხოვნების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი ხელს შეუწყობს “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს განახლებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირებულობას. მხარეები ასევე განიხილავენ ექსპორტისა და ინვესტიციების პოტენციალის მქონე ბიზნეს სექტორების, პროდუქტებისა და მომსახურების სფეროების განვითარებისა და ხელშეწყობის მექანიზმებს.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ აღნიშნა  მემორანდუმი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა კერძო და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. 

,,აღნიშნული მემორანდუმი 2 წლიან პროექტს გულისხმობს. კონკრეტულად, ეს ურთიერთთანამშრომლობა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას  ეხება,  რადგან  მოვახდინოთ მეტი სინერგია და ერთობლივად ვიმუშაოთ სხვადასხვა რეგიონებში. პირველ რიგში, ხელშეკრულება კერძო სექტორისთვის ევროპასთან  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ბარიერებზე და მოთხოვნებზე  არსებული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.   რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტის პოტენციალის გაზრდას, როგორც მცირე, საშუალო და მიკრობიზნეს სფეროში, ასევე ,,აწარმოე საქართველოს“  ბენეფიციართა  ჯგუფში ინფორმაციის შეტანას, “ - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.

,,ეს გახლავთ ,,აწარმოე საქართველოში“, ,,საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების“ სააგენტოს და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამ მემორანდუმის მიზანია ევროკავშირის დახმარებით რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს, როგორც  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე  მეწარმეობის სულის განვითარებას საქართველოში. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების  ჩართულობა ამ ერთიანი სისტემის  შექმნაში ძალიან მნიშნელოვანია,“ - ასე შეაფასა მხარეებს შორის გაფორმებული მეომორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, პროექტი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს კერძო, საშუალო და მიკრობიზნესის წარმომადგენლებს.

,,დღეს გაფორმებული ხელშეკრულება  მომავალი ორი წლის განმავლობაში ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ასევე თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორცილებაში. ეს ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგლების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა ნინო ევგენიძემ.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ ამოცანას, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.