გელა სამხარაული სოფელ მაღრაანის მოსახლეობას სოფლის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა

გელა სამხარაული სოფელ მაღრაანის მოსახლეობას სოფლის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეეხო. აქცენტები გაკეთდა კონკრეტულ მიზნებზე, სოფლებში პრიორიტეტული დარგების განვითარების ხელშეწყობასა და მათი დაფინანსების წყაროებზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის აქტიური ფორმა, სოფლებში ეკონომიკური აქტივობების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კარგი წინაპირობაა.

"ჩვენს სოფლებს აქვს აუთვისებელი რესურსი, რომლის გონივრული გამოყენება  ხელს შეუწყობს სოფლის აღორძინებას, ადგილებზე მეწარმეობის განვითრებას და მოსახლეობის დასაქმებას. კარგია, თუ სოციალურ ფაქტორთან ერთად, დარგის მომავალზეც ვიფიქრებთ. მაგალითად, ქართული ვაზის ჯიშების სახით, საქმე გვაქვს ეროვნულ სიმდიდრესთან. ერთ-ერთი მათგანია „მაღრაანული ქისი", რომელსაც ბევრი თანამედროვე ჯიშისგან განსხვავებული, განუმეორებელი თვისებები გააჩნია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ და სხვა უნიკალური ჯიშების აღდგენაზე, სამომავლოდ  მისი სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოყენების მიზნით. მსურს, რომ უფრო მეტად დაინტერესდეთ ამ კულტურით", - მიმართა მოსახლეობას გელა სამხარაულმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი მიმართავს  შესაბამის სამსახურებს ინიციატივით, რომ სოფლების: მაღრაანის, ფიჩხოვანის, არგოხისა და ბაბანეურის ტერიტორია სპეციალ  უ რ ი ზონის სტატუსის ქვეშ მოექცეს და „მაღრაანული ქისის" სახით მივიღოთ კიდევ ერთი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მაჟორიტარ დეპუტატს ანალოგიური ინიციატივა ახმეტის მიკროზონის შექმნასთან დაკავშირებითაც აქვს, სადაც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „კახური მწვანე" დამზადდება. „მართალია, ტრადიციები კარგია, მაგრამ სამომავლოდ, შედეგისთვის აუცილებელია უფრო პრაქტიკული მიდგომები და ყველა იმ დახმარების გამოყენება, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ხალხს სთავაზობს." - განაცხადა გელა სამხარაულმა.

დეპუტატმა მოსახლეობასთან ვრცლად ისაუბრა კოოპერაციის უპირატესობებსა და იმ საგადასახადო შეღავათებზე, რითაც დღევანდელი კოოპერატივები სარგებლობენ. ისაუბრა ასევე, გრანტებსა  და ბენეფიციართა კვალიფიკაციის ამაღლების ხელმისაწვდომობაზეც. მან ყურადღება შინამეურნეობების წყლით მომარაგების საკითხებსა და თანამედროვე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების დანერგვის უპირატესობაზეც გაამახვილა  დ ა აღნიშნა, რომ  რეგიონული მახასიათებლების სწორად გამოყენება მომგებიანი იქნება ტურისტების მოზიდვის მხრივაც, საბოლოოდ კი, ეს  ყველაფერი უდავოდ მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება.