რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: ხელისუფლება რომ შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: ხელისუფლება რომ შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით

რომ შეიცვლება ხელისუფლება, მწვადებს დაგითვლით, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადასცდა ის ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს გვირგვინების ხარჯებიც კი ამოუწიეს.

”ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადასცდა ის ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ყოფილ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, გვირგვინების ხარჯებიც ამოუწიეს. მივმართავ მთავრობას და მინისტრებს, დაიმახსოვრეთ, რომ მილიონობით ფული გაქვთ დახარჯული წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეს აუდიტმაც დაადასტურა. რომ შეიცვლება ხელისუფლება, მწვადებს დაგითვლით”, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ამ პრეცედენტის შექმნის შემდეგ ნებისმიერი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი აღმოჩნდება ციხეში, რომელიც ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯებით უმასპინძლდებოდა სტუმარს თუ საკუთარ თავს.