პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს

პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილმა გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც აღნიშნა, ისინი მმართველ გუნდში სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ საქმიანობას.

პრემიერი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში დანიშნავს.

 “ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა. ასეთი ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გია სალუქვაძეს და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გუნდში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ ამ ორ რეგიონში ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.