საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ დროული რეაქციის არარსებობის გამო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ

საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ დროული რეაქციის არარსებობის გამო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ

ძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ დროული რეაქციის არარსებობის გამო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის განხორციელების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო ათობით ათასი დარჩა უსახლკაროდ, უკრაინა ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს ქმედებებს. იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან დროული, მყარი და კონსოლიდირებული რეაქციის არარსებობის გამო ამ სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთე ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, ხოლო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ. უკრაინაში მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას საბოლოოდ გააცნობიერონ საფრთხის სრული სიღრმე, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.