დეპუტატის თქმით, გუშინდელი ხანძრისას ქართველმა მაშველებმა მსოფლიო პრეცედენტი შექმნეს

დეპუტატის თქმით, გუშინდელი ხანძრისას ქართველმა მაშველებმა მსოფლიო პრეცედენტი შექმნეს

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია, გუშინ ღამით მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ურთულესი წინაპირობების გათვალისწინებით ქართველმა მაშველებმა შექმნეს სტიქიიის დაძლევის ახალი მსოფლიო პრეცედენტი.

“ხანძარი მძვინვარებდა საკმაოდ დიდ და რთული რელიეფის ფართობზე, თან ღამით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მადლობა ღმერთს მისი ლოკალიზება მოხდა სწრაფად და ეფექტურად. შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს პროცესის კარგად მართვა და მაშველებმა აჩვენეს უდიდესი პროფესიონალიზმი და წარმოუდგენელი გმირობა. ვფიქრობ გუშინდელი სამაშველო ღონისძიებით ურთულესი წინაპირობების გათვალისწინებით ქართველმა მაშველებმა შექმნეს მსოფლიო პრეცედენტი და ყველას აჩვენეს ძლიერი მაგალითი თავდადების და პროფესიონალიზმის“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.