გიორგი კვირიკაშვილი მეხანძერეებს და მაშველებს მადლობას უხდის

გიორგი კვირიკაშვილი მეხანძერეებს და მაშველებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეხანძრეებს და მაშველებს მადლობას უხდის.

პრემიერის განცხადებით, მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას.

"ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", - წერია პრემიერის მიერ გავრცელებულ მადლობის წერილში.