საქართველოში ხვალ და ზეგ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

საქართველოში ხვალ და ზეგ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

10-11 აგვისტოს, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 10-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 33-38 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 34-38 გრადუსის ფარგლებში.

რაც შეეხება თბილისს, 10 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა იქნება 38 გრადუსი , 11 აგვისტოს - 36, ხოლო 12 აგვისტოს - 35 გრადუსი.

”ამ მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ რაიონში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში 12 აგვისტოს ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.