ჩვენ მთლიანად არ ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს

ჩვენ მთლიანად არ ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს

,,გირჩმა'' ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა ,,გირჩის“ მიერ ცესკოში წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ყალბი, ისე, როგორც წლებია ამას მოქალაქეებისგან მალულად საქართველოში ყველა პარტია აკეთებს.

,,გირჩის მიერ ცესკოში წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ყალბი და ჩვენ მიერ ოფისში დამზადებული,ზუსტად ისე, როგორც წლებია ამას მოქალაქეებისგან მალულად საქართველოში ყველა პარტია აკეთებს. ჩვენ ეს წინასწარ განვაცხადეთ საჯაროდ და თავად დამზადების პროცესიც საჯარო გავხადეთ, მიუხედავად ამისა ცესკოს მიერ ხელმოწერების ბათილად ცნობა მოხდა არა სიყალბის გამო, არამედ რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზების მოშველიებით. მეტიც, ვადა მოგვცა ხარვეზის გასასწორებლად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს'“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ.

„გირჩმა" ცესკო-ში, თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირების მოთხოვნით, 28050-ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა 31 ივლისს წარადგინა. 28 ივლისს, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისინი საჯაროდ აპირებენ ხელმოწერების გაყალბებას.