სასამართლომ ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თურქეთის მოქალაქე ს.შ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თურქეთის მოქალაქე ს.შ.-მ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ასევე თურქეთის მოქალაქე, მ.გ.-ს მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.  ბრალდებული ს.შ. სამართალდამცველებმა 2016 წლის 12 დეკემბერს ქ. ბათუმში დააკავეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.