პრევენციის მიზნით მთაწმინდაზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ტექნიკა და მაშველები იყვნენ მობილიზებული

პრევენციის მიზნით მთაწმინდაზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ტექნიკა და მაშველები იყვნენ მობილიზებული

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის გამო, პრევენციის მიზნით ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ხუთი ერთეული სახანძრო ტექნიკა და 30 მაშველი იყო მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ამ მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი.

"გუშინ პრევენციის მიზნით ადგილზე რჩებოდა ხუთი ერთეული სახანძრო ტექნიკა და 30 მეხანძრე მაშველი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორია",- განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა გუშინდელი ხანძრის დროს არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.